„ მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, მათ შორის პრივატიზაციის საკითხები საკრებულოზე დამოკიდებული აღარ იქნება, გადაწყვეტილებას მერიის ქონების მართვის სააგენტო მიიღებს“

„თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტის ფუნქციები სუსტდება“, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელმა თამარ ცინცაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განმარტებით, ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, მათ შორის პრივატიზაციის საკითხები საკრებულოზე დამოკიდებული აღარ იქნება, უმრავლეს შემთხვევაში გადაწყვეტილებას ამ საკითხებთან მიმართებაში მერიის ერთი რგოლი, ქონების მართვის სააგენტო მიიღებს.
„ იმ ცვლილებების მიხედვით, რომლებიც მივიღეთ, მუნიციპალიტეტის ფუნქციები სუსტდება და ეს ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და მართვა. ცვლილებების მიხედვით მივიღეთ ის, რომ ქონების მართვა, მათ შორის პრივატიზაციის საკითხები საკრებულოზე დამოკიდებული აღარ იქნება, აღარ იქნება საჭირო საკრებულოს თანხმობა და უფრო მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ამ საკითხებთან მიმართებაში მერიის ერთი რგოლი, ქონების მართვის სააგენტო მიიღებს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი იმისა, როგორი სავალალო შედეგი მიიღო ჩვენმა ქალაქმა, იმიტომ რომ გასხვისდა, გაიყიდა და ინვესტორს გადაეცა ბევრი ისეთი ტერიტორია, რომელიც დღესაც კი საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის საჭიროა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი ჩართულობა იყოს. დღეს ეს მოისპო“, – განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები