“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი გახდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პარტიის პოლიტიკური მდივანი აირჩიეს.
აღნიშნულ პოსტს აკაკი მინაშვილი დაიკავებს.
ამ პოზიციაზე მხოლოდ ერთი – აკაკი მინაშვილის განაცხადი იყო შესული.
შეგახსენებთ, აღნიშნულ თანამდებობას სერგო რატიანი იკავებდა, თუმცა ის პარტიის აღმასრულებელ მდივნად აირჩიეს, პოზიცია კი ვაკანტური იყო.