„კვირას“ ინფორმაციით, შს მინისტრმა ახალი მოადგილეები უკვე დაამტკიცა
„კვირას“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი მოადგილეები უკვე დაამტკიცა. გიორგი მღებრიშვილის მოადგილეები იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით ხუციშვილი, თემურ მღებრიშვილი და შალვა ხუციშვილი. შალვა ხუციშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ამასთან, შს ყოფილი მინისტრის მოადგილე ლევან იზორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაგრძობს მუშაობას. „კვირას“ ინფორმაციით, ის ვახტანგ გომელაურის მოადგილე იქნება.