ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მხარე საქართველოსთან ვაჭრობის შეზღუდვას შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს

„ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საქართველო გასულ წელს შეუერთდა და ის გრძელდება“, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
აბაშიძის განმარტებით, აღნიშნული სანქცია წელს ავტომატურად განახლდა და საქართველოს რაიმე ახალი ნაბიჯი ამ მხრივ არ გადაუდგამს.
“საქართველო შარშან შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებული 15-მდე სანქციიდან ერთ-ერთს, რომელიც დაკავშირებულია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან. ეს სანქცია წელს ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა და 2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს”, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, რუსეთის მხარე საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს.
“ეს, ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი, რომელიც 2012 წელს დაწყებულმა ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა მოიტანა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა”, – აცხადებს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები