ირაკლი ღარიბაშვილი მოლდაველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდავეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვალერიუ სტრელეტს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
“საქართველოსა და მოლდავეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერდება და მეგობრობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და ევროპულ მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, ტრადიციული მეგობრობა და სანდო პარტნიორობა მომავალშიც გაღრმავდება სხვადასხვა კუთხით, განსაკუთრებით, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.