ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს და აშშ-ის პრეზიდენტს ხანგრძლივი და ურყევი დახმარებისთვის მადლობას უხდის.
“მივესალმებით იმ თანადგომას, რომელიც საქართველოს გაუწია თქვენმა ადმინისტრაციამ, რაც შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე მეტყველებს და ძლიერი იმპულსია ჩვენს სამშობლოში მდგრადი და კონსოლიდირებული დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ჩვენ გვხიბლავს თქვენი ხელმძღვანელობა და ხედვა, რაც მეტად აქტუალურია დემოკრატიის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გლობალური მისწრაფებების მართვაში. ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა და გისურვოთ სიმტკიცე და წარმატება თქვენს მნიშვნელოვან საქმიანობაში”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

11824275_1436827826647603_1639307660_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები