თეა წულუკიანი: ვისურვებდი, რომ ინტერპოლი სტრასბურგის სასამართლოს არ დაემსგავსოს

ვისურვებდი, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, – ამის შესახებ იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საერთაშორისო ცირკულარიდან მოხსნის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინტერპოლმა მეთოდოლოგია შეცვალა.
“რა თქმა უნდა, ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ხელს უშლის. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ჩვენ ინტერპოლთან ტრადიციულად, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. საქართველოს მხრიდან ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იქნება ეს ექსტრადირება, თუ პატიმართა გადაცემა-გადმოცემის საკითხები. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, მე მაქვს ჩემი კითხვის ნიშნები, თუ როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რადგან მათ მეთოდი შეცვალეს. ვისურვებდი, რომ პოლიცია, მათ შორის, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრს მიაჩნია, რომ პოლიცია, პირველ რიგში, დანაშაულთან ბრძოლის ინსტიტუტი უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები