დავით ბაქრაძე ლუქსემბურგის ჰაერნაოსნობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე ლუქსემბურგის ჰაერნაოსნობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტს ჟან ბირგენს და ფედერაციის წევრებს შეხვდა.
მხარეების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ფედერაცია აერთიანებს 69 ქვეყნის 40 ათასამდე მოყვარულ პილოტს და მათი მიზანია 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ავიაშოუს ფარგლებში, საბოლოო დანიშნულების ქვეყანა სწორედ საქართველო იყოს.
გეგმის შესაბამისად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოყვარული მფრინავები გამოემგზავრებიან საქართველოში და რამდენიმე დღის განმავლობაში 20-მდე საფრენი აპარატით მოივლიან და დაათვალიერებენ საქართველოს.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მსგავსი ღონისძიების მნიშვნელობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის, ევროპის ქვეყნებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მომავალი პარტნიორობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით და პროექტის განხორციელების მხრივ მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები