გიორგი ვოლსკი: დროშის დაბრუნება ღირსების საკითხია
დროშის დაბრუნება ღირსების საკითხია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური მოლოდინები არ აქვს.
„სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების თუ დე ფაქტო მთავრობისგან, ჩვენ არასდროს რაიმე პოზიტივს არ ველოდებით. მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები მუდმივად იქნება. ცოტა რთულ შეკითხვებს სვამთ, შეუძლია თუ არა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციას გადმოსცეს ქართველებს ქართული დროშა, ეს ღირსების საკითხიც არის“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.