პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების ფუნქცია სასამართლოს გადაეცემა?!

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პატიმრების შეწყალების უსამართლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ისეთი პატიმრების შეწყალება, რომლებიც არ იმსახურებენ და უარს ეუბნებიან ისეთებს, რომლებიც მართლა იმსახურებენ.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატმა განაცხადა, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ პატიმრებს, არის ის, რომ ვადამდე პირობით გათავისუფლების კომისია მუშაობს ძალიან ფორმალურად და პრაქტიკულად არც მუშაობს.
მისივე თქმით, ორი სამი დღე თუ აქვს დარჩენილი პატიმარს სასჯელის საბოლოო მოხდამდე, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილებას. დანარჩენს უარს ეუბნებიან ყოველგვარი მოტივაციის გარეშე.
„ე.წ. უდოს ადგილობრივი საბჭოებს აქვთ მითითება, რომ მხოლოდ ბოლო დღეებში გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილება და ვადაზე ადრე გაათავისუფლონ პატიმარი. იგივე შეიძლება ითქვას შეწყალების კომისიაზეც. ეს ჩივილები მესმის თავად პატიმრების მხრისგან“,-აცხადებს ადვოკატი.
ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ პირობით ვადაზე განთავისუფლების ფუნქცია სასამართლო ხელისუფლების ხელში უნდა გადავიდეს, რადგან მისი თქმით, სასამართლო უფრო ღიად და სიღრმისეულად იმსჯელებს იმ პლუსებზეც და მინუსებზეც, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს მსჯავრდადებულის ვადამდე გათავისუფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები