„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას იწყებს
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სექტემბრიდან რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას იწყებს, – კონფერენციების ორგანიზების გეგმაზე პარტის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
სხდომას, რომელსაც კოალიციის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძვანელობდა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის ლიდერები აქტიურად იმუშავებენ ახალგაზრდული ფრთის გაძლიერებისა და ქალთა ჩართულობის ზრდის მიმართულებით. ახალ ეტაპზე გადადის პარტიის სტრუქტურული გაძლიერება.
გასვლითი ღონისძიებები სექტემბრიდან დაიწყება და კონფერენცია ყველა რაიონში გაიმართება.