ლიტვის ელჩი: მოხარული ვარ, რომ ამ საოცარ ქვეყანაში ვიმყოფები

მოხარული ვარ, რომ ამ საოცარ ქვეყანაში, შესანიშნავ ქართველ ხალხთან ვიმყოფები, – ამის შესახებ ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა.
ლიტვის ახალ ელჩს პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მხარეებმა შეხვედრისას ორი ქვეყნის განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
მთავრობის მეთაურმა ლიტვის ახალ ელჩს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები