ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბეტინა კადენბახს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და მეგობრული კავშირების განმტკიცების იმედი გამოთქვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.