უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნინო ბურჯანაძის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უშიშროების სამსახურს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შუამდგომლობით მიმართა. შესაბამის დოკუმენტი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
წერილში აღნიშნულია, რომ მოსკოვში ნინო ბურჯანაძესა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინს შორის გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მიმართ არამეგობრული განცხადებები გაკეთდა.
ამასთან, წერილში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის.
დოკუმენტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი იური მუშკა აწერს ხელს.
შეგახსენებთ, 10 ივლისს ნარიშკინთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინას შემადგენლობაში არასოდეს დაბრუნდეს. ასევე, მისი თქმით, ყირიმის მოსახლეობამ რუსეთთან მიერთების საკითხზე გამართულ რეფერენდუმზე თავისი პოზიცია ძალდატანების გარეშე გამოხატა.

11802064_10204398751360485_1984078852_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები