ნიკოლოზ მჟავანაძე პროკურატურას წყლის ქსელების რეაბილიტაციის საქმეზე გამოძიების დაწყებას სთხოვს

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პროკურატურას წყლის ქსელების რეაბილიტაციის საქმეზე გამოძიების დაწყებას სთხოვს, – ამის შესახებ განცხადება მჟავანაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
უფლებადამცველის თქმით, სახელმწიფოს მიერ წყლის ქსელების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად გაიფლანგა, რის გამოც ბევრი სოფელი დღეს წყლის გარეშეა დარჩენილი.
„ სახელმწიფომ წყლის ქსელების რეაბილიტაციუისთვის თანხები გამოყო, თუმცა, ამის მიუხედავად, რეგიონებში რამდენიმე სოფელი თითქმის სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ეს პრობლემა ეხება მცხეთას, კახეთის მხარეს, შიდა და ქვემო ქართლს. წყლის პრობლემა ამ რეგიონების თითქმის ყველა სოფელშია. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები შეიჭამა და უხარისხოდ შესრულდა სამუშაოები, რის გამოც მოსახლეობას წყალი ხშირად საერთოდ არ მიეწოდება და ხშირად წყლის დიდი ნაწილი იკარგება. ეს პროცესი უფრო სიღრმისეულად და საფუძვლიანად უნდა წარმართულიყო, საქმეში აუცილებლად უნდა ჩართულიყვნენ გეოლოგები, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაკეთდა. მოვუწოდებ პროკურატურას, წყლის ქსელების რეაბილიტაციის საქმეზე გამოძიება დაიწყოს. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომელთაც არამიზნობრივად ხარჯეს სახელმწიფოს ფული და უხარისხოდ შეასრულეს სამუშაო. ამ ყველაფრის გამო ასეთ ცხელ ზაფხულში მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი და უფუჭდებათ მოსავალი, რადგან მის მორწყვას ვერ ახერხებენ“,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები