გიორგი მღებრიშვილი: ამაყი ვარ, რომ პრემიერმა სწორად შეაფასა ჩვენი მუშაობა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი კახა კახიშვილი წარუდგინა. გიორგი მღებრიშვილმა საკუთარი მინისტრობის პერიოდი შეაფასა და განაცხადა, რომ სისტემაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი მინისტრი აღნიშნულ რეფორმებს გააგრძელებს.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მას გული სწყდება, რომ ელექტრონულ მონიტორინგზე გადასვლა მისი სასჯელაღსრულების მინისტრობის პერიოდში ვერ მოხერხდა და დასძინა, რომ ამ პროექტსაც ახალი მინისტრი განახორციელებს.
„მართლა ამაყი ვარ, რომ კარგი შედეგები დაიდო. მართლა ამაყი ვარ, რომ პრემიერმა აბსოლუტურად სწორი შეფასებები მისცა იმას, რაც ჩვენ ვიშრომეთ და გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გაგრძელდება ის კარგი პროექტები, რაც წამოწყებულია და რაც ვერ მოვასწარით. გული მწყდება, რომ ვერ მოვახერხეთ ელექტრონულ მონიტორინგზე გადასვლა, გარკვეული პირობების გამო, ობიექტური და სუბიექტური პირობების გამო, ქვეყანაში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, მაგრამ ამისთვის ყველაფერი მზად არის და მინდა წარმატება გისურვოთ. ბატონი კახა ამ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები