ირაკლი ღარიბაშვილი: მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლებს შეღავათები ექნებათ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთის კანონის მიხედვით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სოციალური შეღავათები ექნება. ამის შესახებ პრემიერმა კურორტ ბეშუმში სტუმრობისას განაცხადა.
“მთის კანონი არ იყო ქვეყანაში მიღებული და მთა იყო აბსოლუტურად მიგდებული. ჩვენი მთავრობის დაპირება იყო მთის კანონის მიღება. იქ არის გაწერილი მთელი რიგი სოციალური შეღავათების მიღება, ეს არის პენსიების მატება მთაში და ასევე, მასწავლებლებისთვის შეღავათები, ბიზნესის წარმოება იქნება აბსოლუტურად გათავისუფლებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა მთაში შევინარჩუნოთ, დავამაგროთ ადგილზე ხალხი. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე და კაპიტალი და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები