კახა კახიშვილი: შემიძლია ფოიეში დავჯდე და იქ ვიმუშაო

კაბინეტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შემიძლია ფოიეში დავჯდე და იქ ვიმუშაო, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახლად წარდგენილმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა “ქრონიკის” ეთერში განაცხადა.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, მისთვის მთავარია შეძლოს იმ დიდი ნდობის გამართლება, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს.
“სიტყვა კაბინეტის მნიშვნელობა ვერ გავიგე. მთავარია შევძლოთ ნდობის გამართლება, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს. ძალიან რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს ნდობა არ გავამართლო. ღმერთმა ნუ ქნას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ავანსად გაცემული ნდობა, რომელიც საზოგადოებიდან ვიგრძენი, რამენაირად გავაცრუო. გაკეთდება ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც გვაქვს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები