ეკა ბესელია: პრემიერ-მინისტრმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილის დანიშვნას, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა. ეკა ბესელიამ პრემიერის გადაწყვეტილებას გონივრული და ბრძენი უწოდა.
მისივე თქმით, გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე წარმატებული და ეფექტური იყო.
“პრემიერ-მინისტრმა მიიღო გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება. მღებრიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე წარმატებული და ეფექტური იყო, რომელმაც რეფორმების გაგრძელება შეძლო და ძალიან კარგი პროგრესი დადო. მან ამ ურთულესი სისტემის მართვის უდიდესი პოტენციალი აჩვენა,” – აცხადებს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები