აზიმ სადიკოვი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი პრეზიდენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანაავტორი არ არის
საერთაშორისო სავალუტო ფონდი პრეზიდენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანაავტორი არ არის, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ფონდმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონპროექტზე საკუთარი ტექნიკური კომენტარები გაუზიარა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ არის პრეზიდენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანაავტორი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვთხოვა წარმოგვედგინდა მოსაზრებები, შემუშავეულ დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ გავუზიარეთ მათ ტექნიკური კომენტარები, კანონპროექტის ამ ვერსიასთან დაკავშირებით“, – განუცხადა აზიმ სადიკოვმა ტელეკომპანია “იმედს”.