გიორგი მღებრიშვილი: მერქვას საქართველოს შს მინისტრი, ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის წინაშე

მერქვას საქართველოს შს მინისტრი, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა, ჩვენი მოსახლეობის წინაშე, – ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მღებრიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, კახა კახიშვილს კი მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე. მერქვას საქართველოს შს მინისტრი, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო.
მადლობა მინდა გადავუხადო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყველა თანამშრომელს, რომლებიც დღე და ღამე ჩემს გვერდით იდგნენ და იმ ძირეული რეფორმების განხორციელებაზე მუშაობდნენ, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, დიდი მადლობა მათ, დიდი მადლობა ბატონ კახის და ვუსურვებ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კახი ღირსეულად გააგრძელებს იმ განსახორციელებელ პროექტებს, რომელიც დარჩენილია ამ სამინისტროში“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე კი კახა კახიშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები