კახა კახიშვილი: ვიმუშავებ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებაში

ვიმუშავებ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კახიშვილმა პრემიერ-მინისტრს და თანაგუნდელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, გიორგი მღებრიშვილს კი შს მინისტრის თანამდებობაზე წარმატება უსურვა.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ გუნდს, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა. მე კარგად მესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი, ავანსად გაცემული ნდობა ჩემს მიმართ, მაგრამ ამავდრტოულად მე საზოგადოებაის წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებ იმისთვის, რომ ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ მეორეს მხრივ, აუცილებლად უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, გოგა მღებრიშვილს, რომელმაც ჩაიბარა ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, მინდა მას წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა კახიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე კახა კახიშვილი, შს მინისტრის თანამდებობაზე კი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები