„პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ ჰუმანურობა გამოყენებულ იქნას პარტიული და პოლიტიკური ნიშნით“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ნაჩქარევსა და ემოციურს უწოდებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა.
“შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომელიც გადაცემული აქვს ქვეყანაში ყველაზე ლეგიტიმურ პოლიტიკურ ფიგურას – პრეზიდენტს. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჰუმანურობა გამოყენებულ იქნას პარტიული და პოლიტიკური ნიშნით. როდესაც ასეთი კომენტარი კეთდება, მე ვფიქრობ, ეს ემოციური და გარკვეულწილად, ნაჩქარევი განცხადებაა“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ პროფესიულად კამათი პოლიტიკურ ცხოვრებას გაამდიდრებს.
“ჩვენ ალბათ მეტი სინათლე უნდა შევიტანოთ საზოგადოებასთან ურთიერთობაში და მეტად პროფესიულად ვეკამათოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს გაამდიდრებს პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგალითად ვეტო არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ამისათვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები