ირაკლი ღარიბაშვილი: შვეიცარია საქართველოსთვის არის გამორჩეული ქვეყანა და მეგობარი სახელმწიფო
შვეიცარია საქართველოსთვის არის გამორჩეული ქვეყანა და მეგობარი სახელმწიფო, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განუცხადა.
“სავაჭრო ურთიერთობები განსაკუთრებით განვითარდა და ვაჭრობა 230%-ით გაიზარდა შვეიცარიასთან. ასევე მინდა აღვნიშნო შვეციარიის როლი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, როგორც მედიატორის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შვეციარიის ელჩს, რომელმაც არაჩვეულებრივი საქმე გასწია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ის აქტიურად იყო ჩართული რეფორმების პროცესში, აქტიურად გვეხმარებოდა სხვადასხვა მიმართულებით. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ მთელი მთავრობის სახელით მას მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.