ირაკლი ღარიბაშვილი: ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა
იანუკოვიჩს მოეხსნა ძებნა, იანუკოვიჩი ამოიღეს ინტერპოლის ძებნილთა სიიდან, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ინტერპოლის ძებნილთა სიიდან დავით კეზერაშვილის ამოღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ადრე უკვე ითქვა, რომ ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა და ამით არის ეს ყველაფერი განპირობებული.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ინფორმაცია “კვირას“ საქართვერლოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს .
დავით კეზერაშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბარლდებლი, აქედან გამომდინარე მისი ძებნის მოთხოვნა ინტერპოლის მთავარმა პროკურატურამ გადაუგზავნა.