ესტონეთის თავდაცვის ატაშეს მედალი – „გენერალი მაზნიაშვილი“ გადაეცა

ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ ტეტ კივისონმა საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა. ვიცე-პოლკოვნიკი ტეტ კივისონი გამგზავრებამდე საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მედლით – „გენერალი მაზნიაშვილი“ დაჯილდოვდა.
თავდაცვის ატაშეს მედალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გადასცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ საზეიმო მიღებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიცე-პოლკოვნიკი ტეტ კივისონი საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები