რას ფიქრობს სოსო ჯაჭვლიანი ვეტოზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის ზედმეტსახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის. როგორც ჯაჭვლიანმა “კვირას” განუცხადა, „პრეზიდენტს უნდა დავარქვათ ვეტოების მრისხანება”.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს.
„პროფესიონალები ამბობენ, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება პრეზიდენტის ვეტო. ხომ ვიცით, რომ ეს ვეტოც გადალახული იქნება. საერთოდ, არასერიოზულად აღვიქვამ მარგველაშვილის ვეტოებს. არასერიოზულად არ უნდა გაიხადო თავი. როგორც მეჭიაურმა თქვა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ პრეზიდენტი ვარო”, – განუცხადა „კვირას“ ჯაჭვლიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები