გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტის კანონპროექტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაცულობის საკითხს გააძლიერებს
პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის კანონპროექტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაცულობის საკითხს გააძლიერებს.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის შენიშვნები გულისხმობს ეროვნული ბანკის კიდევ უფრო გაძლიერებას, საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას და საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტიან ზრდას.
მისივე განმარტებით, პარლამენტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში ნათლად ჩანს, რომ ყალიბდება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც თავისი შინაარსით, არ ექვემდებარება არცერთ სხვა დააწესებულებას.
„არსებული კანონპროექტით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაცულობა ძალიან მაღალია, თუმცა, ჩვენი კანონპროექტის თანახმად, როგორც გათავისუფლების საკითხები, ისე პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური გავლენისგან დაცულობის საკითხები კიდევ უფრო ძლიერდება“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.