პრეზიდენტი: ვეტო არ არის არც პოლიტიკური დაპირისპირების, არც კონფრონტაციის ინსტიტუტი

ვეტო არ არის არც პოლიტიკური დაპირისპირების, არც კონფრონტაციის ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე ვეტოს დადების გადაწყვეტილების მიღების დროს განაცხადა და ვეტოს მნიშვნელობა განმარტა.
პრეზიდენტის თქმით, ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი იმისთვის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებში შეიძლება უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას.
„აი ამ კონტექსტში ითანამშრომლოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ და ერთად ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტილებები მისცეს“,-განაცხადა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ ხალხის რჩეული დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან ამ საკითხს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ვეტოსა და ალტერნატიული კანონპროექტის მიღებით, ისინი უკეთესს, უფრო სწორ და გაწონასწორებულ კანონმდებლობას მისცემენ ქვეყანას.
პრეზიდენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტს დღეს ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები