გოგი თოფაძე ათონელის რეზიდენციაზე: „ეს პრინციპული დავაა“

„არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტზე ვინმე გავლენას ახდენდეს, შესაძლოა, მისი გარემოცვიდან ვინმე ეუბნებოდეს მას, რომ დღეს მოქმედი რეზიდენციიდან არ გადავიდეს“, -აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ გააკეთა. დეპუტატმა პრეზიდენტს მის მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ახალ რეზიდენციაში გადავა.
„ პრეზიდენტის განცხადება, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში არ შევიდოდა, განცხადებადვე დარჩა. მე ვიყავი ათონელზე და გეტყვით, რომ ის მშვენიერი რეზიდენციაა. რემონტის პროცესს უშუალოდ ზედამხედველობდნენ პრეზიდენტის წარმომადგენლები და მათი მითითებით ბევრი რამ გადაკეთდა. მე მგონია, რომ ეს უფრო პრინციპული დავაა, რადგან ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციისთვის ყველაფერი გათვალისწინებულია. მისი მოქმედი რეზიდენციის შენახვა ძალიან ძვრი ჯდება. ვფიქრობ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და პრეზიდენტი გადავა ათონელის რეზიდენციაში. მას ამ ნაბიჯს საზოგადოება დაფასებს და მადლობას ეტყვის“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები