„პოზიცია “ დოკუმენტებს ასაჯაროებს – როგორ იბირებენ „ნაციონალები“ მოზარდებს პოლიტიკაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია” დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, თუ როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ მოზარდების მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ პროგრამის – „სახელმწიფო 3.0“ -ის მეშვეობით.
საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა განაცხადა, რომ პროცესი კვლავ ინტენსიურად გრძელდება პრაქტიკულად ყველა რეგიონში, რაც თავისთავად მეტ ფინანსურ და მატერიალურ რესურსს მოითხოვს.11823774_1020694694642041_1994141428_n
ადამაშვილის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვახტანგ ქვათაძეს, მოზარდების ბანაკებში ავტოტრანსპორტით გადანაწილებისა და მათი ექსკურსიებზე წაყვანის საჭიროებიდან გამომდინარე, მოლაპარაკება ჰქონდა ბენზოგასამართი სადგურების ქსელ „ფრეგოს“ ხელმძღვანელობასთან, დიდი რაოდენობის – 35 ტონა დიზელის შესყიდვის თაობაზე, რაც დაახლოებით 70 000 ლარს შეადგენს.
„ამ ოდენობის საწვავის შესყიდვის საჭიროება კი იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად დიდია მასშტაბები და ფინანსები, რომლითაც ვაშაძის ორგანიზაცია საზაფხულო ბანაკების მეშვეობით ეცდება პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქციოს და იდეურად მოწამლოს ახალგაზრდები“, – მიაჩნია „პოზიციის“ აღმასრულებელ დირექტორს, რომლის ინფორმაციითაც, „სხვა კოჰაბიტირებულ „ნაცბიზნესმენებთან“ ერთად, განსაკუთრებული გულუხვობით გამოირჩევა ცეზარ ჩოჩელი, რომელიც ამ პროექტის საჭიროებისათვის გიორგი ვაშაძეს ათობით ტონა გამაგრილებელი სასმელის და ათასობით მაისურის გამოყოფას დაჰპირდა ფეშქაშად“.
ადამაშვილი ამბობს, რომ ასეთი დიდი ფინანსური და მატერიალური რესურსების არსებობის მიუხედავად, რომლის წარმოშობის კანონიერება ბევრ ლოგიკურ კითხვას ბადებს, „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ მესვეურები პროექტის ,,სახელმწიფო 3.0“ -ის ფარგლებში პირად ფინანსურ ინტერესებსაც დებენ. კერძოდ, ისინი თბილისში მცხოვრებ ყოველ ახალგაზრდას დასვენების სანაცვლოდ 30, ხოლო რეგიონებში მცხოვრებლებს -25 ლარს ახდევინებენ.11791656_1020694701308707_1574160464_n
„მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ და საგადასახადო ორგანოებს, დაინტერესდნენ „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ კოლოსალური დაფინანსების კანონიერებით, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებით და დროულად მოახდინონ რეაგირება ასე აშკარად კორუფციულ „ინოვაციაზე“. ის, რომ აღნიშნული პროექტი წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა და ახალგაზრდა თაობის „ტვინის გამორეცხვის“ მიზანს ისახავს, იმითაც დასტურდება, თუ ვინ არიან პროექტის რეალიზებაში აქტიურად ჩართულნი“, – აცხადებს გურამ ადამაშვილი და იმ პირებს ასახელებს, რომლებიც ვაშაძის საზაფხულო ბანაკებში მოზარდების თავმოყრისა და გამგზავრების პროცესში ორგანიზაციულ და გადაწყვეტილებების მიმღებ დონეზე არიან ჩაბმულები.
აჭარა – ქობულეთის კოლეჯის – „ახალი ტალღის“ – დირექტორი დავით მჭედლიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ფოთი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სოფიო ჭანტურია. თბილისი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი (ვაშაძის ახლო მეგობარი – სწორედ ვაშაძემ წარადგინა ლევან ხაბეიშვილი 2014 აპრილში ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, რომელიც ამავდროულად არის არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ ხელმძღვანელი). სენაკი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა კუჭავა. ბაღდათი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გურამ კიკნაველიძე. ხარაგაული – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქეთევან ზუმბაძე. ხონი – პარლამენტარი აკაკი ბობოხიძე და ხონის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – ლაშა გედენიძე. კასპი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო – დამოუკიდებლობისა და ინტეგრაციისათვის“ თავმჯდომარე რობერტ კავთიაშვილი და ამავე ორგანიზაციის წევრი თინათინ თანდიაშვილი.
ამბროლაური – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამირან ლომთათიძე.
ქუთაისი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მონიკა მარღანია, ენმ-ს ლიდერების ფავორიტი.
მცხეთა-მთიანეთი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბანცური.
თერჯოლა – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სოფიო სიუკაევა.
ტყიბული – „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ფორჩხიძე.
ონი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკატერინე ბერიაშვილი და ონის „ენმ“-ს თავმჯდომარე ოთარ ბურდულაძე.
თეთრიწყარო – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თამარ დალაქიშვილი.
რუსთავი – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოჩა ყოლბაია და ა.შ.
პროექტის მხარდამჭერები არიან: „ახალგაზრდა ევროპელები“, „მედიატორი“, „სამეგრელოს განვითარების ცენტრი“, „თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი“, რომლებიც, ადამაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ცნობილ სატელიტებს წარმოადგენენ.11830666_1020694691308708_1324450544_n
„პოზიციამ“ ასევე მოიპოვა „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ პროგრამის – „სახელმწიფო 3.0“ -ის ხაშურისა და ქარელის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების, იოსებ ბუაძისა და ეკა მამიჯანაშვილის მიერ გაცემული წერილობითი მითითება, რომ ორგანიზაციის აქტიურმა წევრებმა 23 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩაატარონ ვრცელი სოციოლოგიური გამოკითხვა და გამოიკვლიონ მოსახლეობის განწყობები, მათ შორის პოლიტიკური განწყობები რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ კითხვარები სულ 16 გვერდს მოიცავს.
„შესაძლოა, არაფერი უცნაური და კანონსაწინააღმდეგო აღნიშნული სახის გამოკითხვაში არ იყოს, რომ არა ამ ვრცელი, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ხასიათის შეკითხვებზე პოტენციურად პასუხის გამცემთა ასაკობრივი ჯგუფები, რომელიც კითხვარების ბოლოსაა მითითებული, რომლის მიხედვითაც რესპონდენტთა ასაკი 14 წლიდან იწყება. (14-18 წლამდე ასაკის). მოგეხსენებათ, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პოლიტიკური ხასიათის შეკითხვების დასმა და ზოგადად, მათი პოლიტიზება მიზანშეწონილი არ არის“, – აცხადებს გურამ ადამაშვილი და ვაშაძის ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური შეკითხვებიდან რამდენიმეზე აჩერებს ყურადღებას.
„ანკეტაში წერია – ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თუ გაგიკეთებიათ, ან გააკეთებთ მომავალში- დემონსტრაციაში მონაწილეობა, გაფიცვა, პოლიტიკურ შეკრებებში, მიტინგებში მონაწილეობა, პოლიტიკური შეხედულების, დამოკიდებულების გამოხატვა ინტერნეტში. და ამას ეკითხებიან 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანებს, რაც არის კანონდარღვევა და პირდაპირ გვაგონებს გერმანიის „ჰიტლერიუნგენდის“ – ნაცისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის იდეოლოგიას“, – მიაჩნია „პოზიციის“ აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს მიმდინარე პროცესების გააქტიურებით და პროექტში ჩართულ მოზარდებს და მშობლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მსგავსი შემოთავაზებებისაგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები