პოლონეთის თავდაცვის ატაშეს მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ გადაეცა

პოლონეთის თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი დარიუშ პოგორჟელსკი საქართველოს 6-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით ტოვებს. „გენერალი მაზნიაშვილი“ თავდაცვის ატაშეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ საქართველოსა და პოლონეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გადასცა. პოლონეთის თავდაცვის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი მაჩეი მაზურჩაკი კი მადლობის სერთიფიკატით დაჯილდოვდა.

პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ პოლონეთის თავდაცვის ატაშესა და მის მოადგილეს საქართველოში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

გაცილების ცერემონიალს პოლონელი სტუმრები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები