კახა კალაძე: ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის მთავრობა 6 მილიონ ლარს დახარჯავს
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, “ენერგო-პრო ჯორჯიას” სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის მთავრობა 6 მილიონ ლარს დახარჯავს.
მისივე თქმით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები კორექტირებულ ტარიფს ვერ იგრძნობენ.
“დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. როგორც მოგეხსენებათ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის და მოხდება სუბსიდირება, ანუ ეს ადამიანები ვერ იგრძნობენ იმ კორექტირებულ ტარიფს”, – განაცხადა კახა კალაძემ.