„ათონელზე პრეზიდენტის რეზიდენციის გარდა, სხვა უწყების განთავსება შეუძლებელია“
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადავა.
ცქიტიშვილის განცხადებით, სხვა ალტერნატივა ამ ეტაპზე ვერ განიხილება, რადგან ეს არის რეზიდენცია, რომელიც დაგეგმარებულია უმაღლესი თანამდებობის პირისთვის.
„ჩვენ, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე, ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია გადავა იმ შენობაში, რომელიც მათთვის აშენდა. თანხა იყო გადახდილი და გადაწყვეტილება მთავრობამ მათთან კონსულტაციით მიიღო. სხვა ალტერნატივა ამ ეტაპზე ვერ განიხილება, იმიტომ, რომ ეს არის რეზიდენცია, რომელიც დაგეგმარებულია უმაღლესი თანამდებობის პირისთვის და იქ სხვა უწყების განთავსება ნამდვილად არაა რაციონალური“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.