ლია ჯახველაძემ პოლონეთის ელჩის მრჩეველს, მარცინ ჟოჰოვსკის უმასპინძლა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ლია ჯახველაძემ, პოლონეთის ელჩის მრჩეველს საქართველოში – მარცინ ჟოჰოვსკის უმასპინძლა.
ლია ჯახველაძის განცხადებით, პოლონეთის საელჩოს მხრიდან გამოთქმული იყო ინიციატივა, თბილისში პოლონელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის, მარშალ იუზეფ პილსუდსკის სახელობის ქუჩის სახელდების შესახებ.
„პოლონეთის საელჩომ სურვილი გამოთქვა, თბილისის რომელიმე ქუჩას პოლონელი ხალხისთვის პატივსაცემი და სახალხო გმირის, იუზეფ პილსუდსკის სახელი დარქმეოდა. ბატონ ჟოჰოვსკისთან საქმიან შეხვედრებზე ქუჩის სახელდების რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ, რომელთაგან ერთ-ერთი მდებარეობს ავლაბარში, ხოლო მეორე ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით გადაწყვეტილებას ქუჩის სახელდების შესახებ“, – განაცხადა ლია ჯახველაძემ.
დეპუტატის განცხადებით, იუზეფ პილსუდსკის სახელობის ქუჩის სახელდება საქართველოსა და პოლონეთის ღონისძიებების ფორმატში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-პოლონურ ურთიერთობას.
როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, პოლონეთში გამოიცა წიგნი „ქართველები პოლონეთში“. შემოდგომით, თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყობა გამოფენა, რომელიც ამ ფორმატის დასკვნითი ნაწილი იქნება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები