საქართველომ და უკრაინამ ყირიმის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირეს
ევროპის თანამეგობრობის ექვსმა ქვეყანამ, ასევე საქართველომ და უკრაინამ ყირიმის წინააღმდეგ სანქციების ერთი წლით გაგრძელებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს.
ჩერნოგორიამ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ნორვეგიამ, ლიხტენშტეინმა, საქართველომ და უკრაინამ 2016 წლის ივნისამდე სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
ეს სანქციები ყირიმში წარმოებული პრუდუქციის იმპორტის, ასევე ამ რეგიონში ინვესტიციების განხორციელების აკრძალვას ითვალისწინებს. ევროპული კომპანიები ყირიმში უძრავ ქონებას და ორგანიზაციებს ვერ შეიძენენ და ყირიმის კომპანიებს ვერ დააფინანსებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა 2014 წლის 1-ელ აგვისტოს შემოიღო მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსი „ბოევიკების“ მხარდაჭერის გამო.