გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიაში, კუბასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიაში, კუბასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.
როგორც “კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ.
განკარგულებათა მიხედვით, 2015 წლის 1 აგვისტოდან მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ერისთავი, ასევე 2015 წლის 15 სექტემბრიდან კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გია ნიკოლაიშვილი, ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რევაზ ბეშიძე დაინიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები