ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას 1 აგვისტომდე შეასრულებს

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცებული ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას 1 აგვისტომდე შეასრულებს. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
“შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში მოვალეობის შესრულების ვადა 1 აგვისტოს მეწურება. თუმცა, მინისტრის პირველმა მოადგილემაც შეიძლება შეასრულოს მოვალეობა, ვიდრე პრემიერ-მინისტრი არ დაასახელებს მინისტრს. მე შემიძლია მხოლოდ 1 აგვისტომდე შევასრულო შს მინისტრის მოვალეობა, 1 აგვისტოდან გადავდივარ უსაფრთხოების სამსახურში”, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ უწყებად გაიყო. ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს, მანამდე კი ის შს მინისტრის მოვალეობას ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები