შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივმა ატაშემ კესლინ კანინგმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სფეროში ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების მიზნების მისაღწევად მხარეთა შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ბრალდებულისა და დამნაშავეების გამოვლენას, დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო მონაცემების გაცვლას, დაკავებას, დაპატიმრებას, გათავისუფლებას საქმის სასამართლოში განხილვამდე,
სისხლისსამართლებრივ დევნას, განაჩენის გამოტანას, ზედამხედველობას და რეაბილიტაციას, ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, დანაშაულის პრევენციას და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით თანამშრომლობას.