“აშშ-ის რეზოლუციაში რა უნდა ჩაეწერა, შეგვიძლია, ეს ამერიკას ვკითხოთ, მაგრამ ჩვენი მიზანი, რის გამოც რეზოლუციას მხარს ვუჭერთ, არის ის, რომ მისი მთავარი არსი მშვიდობისკენ მოწოდებაა” – მახაშვილი

“ამერიკის შეერთებულ შტატებს რეზოლუციაში რა უნდა ჩაეწერა, შეგვიძლია, ეს ამერიკას ვკითხოთ, მაგრამ ჩვენი მიზანი, რის გამოც რეზოლუციას მხარს ვუჭერთ, არის ის, რომ მისი მთავარი არსი – მშვიდობისკენ მოწოდებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი რეზოლუციას კენჭისყრაზე მხარს დაუჭერს.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რეზოლუციას კენჭისყრაზე მხარს დავუჭერთ. რეზოლუციას რამდენიმე თანაინიციატორი ჰყავს, ჩვენ პირველები ვიყავით. ვინ დაუჭერს მხარს, ეს კენჭისყრაზე გამოჩნდება, მაგრამ სამი წელია ომის დაწყებიდან და ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. ვამბობდით, რომ ეს კინო ნანახი გვქონდა. ეს მხოლოდ იმას არ ეხებოდა, რომ ჩვენი სამწუხარო გამოცდილებით ჩვენი ბუჩა, მარიოპოლი გვქონდა გაგრის თუ თამარაშენის სახით. ჩვენ ეს ნაგლოვი გვქონდა და ვიცოდით, რა ტრაგედია დატრიალდებოდა უკრაინაში. როცა ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი ნანახი გვქონდა, ეს ომის დასასრულსაც ეხებოდა. სამწუხაროდ, იმის გამეორება ხდება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა. შეიძლება, ეს ვიღაცისთვის არასასურველია და გვესმის, რომ წარმოუდგენელ სამყაროში ვცხოვრობთ, სინამდვილეში, ვინც საერთაშორისო ურთიერთობების ანაბანა იცის, აქ არაფერი წარმოუდგენელია.

დიახ, მიუღებელია და ზოგ შემთხვევაშიც ამორალურიც, მაგრამ ეს არის რეალობა. თუმცა, სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით, რომ ემოციები გვერდზე გადაგვედო და გადაწყვეტილებები პრაგმატულად უნდა მიგვეღო. სამწუხაროდ, იგივე განმეორდა, რაც 2008 წელს და საქართველოს ხელისუფლებამ რთული, თუმცა, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო“,- განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები