ამერიკელი სამხედრო „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დაჯილდოვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილე მაიორი ვინსენტ მუკერი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
მან ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს დროშაც გადასცა, რომელიც ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების – „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ფრიალებდა.
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მაიორ ვინსენტ მუკერს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
დაჯილდოების ცერემონიალს გენერალური შტაბისა და ODC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მაიორმა ვინსენტ მუკერმა საქართველოში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობა დაასრულა.
ის საქართველოში 2013 წლის აგვისტოდან მოღვაწეობდა.