თინა ხიდაშელი ერთი კვირის განმავლობაში ბაზაზე სამხედრო წესით იცხოვრებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ერთ კვირას ჯარში გაატარებს და სამხედრო წესით იცხოვრებს.
მინისტრი დასავლეთ საქართველოს სამხედრო ბაზებზე უკვე გაემგზავრა.
კვირის განმავლობაში თინათინ ხიდაშელი ბათუმის, სენაკის, ხონის, საჩხერისა და ქუთაისის სამხედრო ბაზებს ესტუმრება, სამხედროებთან ერთად ივარჯიშებს და ჯარისკაცის ულუფას მიირთმევს.
მინისტრის სტუმრობის დროს სამხედრო ბაზებზე სხვადასხვა ტიპის სპორტული ღონისძიებები მოეწყობა, ასევე იგეგმება უსაფრთხოების თემაზე ლექციების გამართვაც.
სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მინისტრთან ერთად ტელერეპორტიორებიც იცხოვრებენ.