თავდაცვის სამინისტროში ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებაზე ახლახან შექმნილი საბჭო იზრუნებს

თავდაცვის სამინისტროში ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებაზე ახლახან შექმნილი საბჭო იზრუნებს. კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძეა, თანათავმჯდომარე კი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა განიხილეს და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმის მომზადებისა და განხორციელების პროცესში გამჭვირვალობისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა იგეგმება.
კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის საბჭოს მორიგი სხდომა მომავალ კვირას გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები