ზურაბ აბაშიძე: არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული

არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული, – ამის შესახებ პრემიერ- მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
როგორც აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საოკუპაციო ზოლზე ბანერის დაყენების თაობაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მწვავე საუბარი იყო.
„არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული. საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის როკის გვირაბთან გადის. ამას აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთისა და ერთი-ორი ქვეყნის გამოკლებით. რაც შეეხება საოკუპაციო ზოლზე ბანერის დაყენებას, ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ განცხადებები, ასევე ამის თაობაზე გვქონდა მწვავე საუბარი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ბატონი ტუსკი იმყოფებოდა აქ, მეც, შეძლებისდაგვარად, ამისათვის პრაღის ფორმატი გამოვიყენე. ეს არის 2008 წლის ტრაგიკული შედეგი, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა შევეგუოთ“,-განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები