ვახტანგ გომელაური: დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ქვეყნის მთავრობასა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მალდობას უხდის ნდობის გამოცხადებისა და სუს-ის უფროსად მისი კანდიდატურის წამოყენებისთვის.
გომელაურის თქმით, ყველა, ვინც მას ნდობა გამოუცხადა, დარწმუნდება, რომ მისი კანდიდატურის დასახელებით, სწორი არჩევანი გააკეთეს.
“დიდ მადლობას მოვახსენებ ჩემი კანდიდატურის წამოყენებისთვის, ბ-ნ პრემიერ-მინისტრს ნდობის გამოხატვისთვის, ასევე მთავრობის წევრებს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს დეპუტატებს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ნდობა გამომიცხადა. ეს ერთი წლის შემდეგ იქნება, თუ 6 წლის შემდეგ, დარწმუნდებიან, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს”,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
დღეს საპარლამენტო უმრავლესობის 83-მა დეპუტატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს ნდობა გამოუცხადა.
ვახტანგ გომელაური საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გუშინ წარადგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შს სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის შედეგად შეიქმნა.
აღნიშნული უწყება უსაფრთხოების სამსახურებს აერთიანებს.
ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.
არსებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურს ახალ პოსტზე პარლამენტი მიმდინარე კვირას დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები