კახა კალაძე: ივანიშვილი მარგველაშვილს ბავშვივით დაატარებდა
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი რომ პრეზიდენტი გახდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
აღნიშნული განცხადება კალაძემ მარგველაშვილის მიერ „მოამბეში“ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ივანიშვილი მარგველაშვილს ბავშვივით დაატარებდა და ისე საუბრობს, თითქოს ამ გუნდის წევრი არ იყოს.
„ის ისე საუბრობს, თითქოს ამ გუნდის წევრი არ იყოს. პრეზიდენტი რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, იმ გუნდის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და პირადად, – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას”, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა. როგორც მარგველაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის შემდგომ ცვლილება, სამართლიანობის გადადებაა.