გელა ნიკოლაიშვილი: თუ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინებაში ნორმად დავაწესებთ, მაშინ დავაკანონოთ კანიბალიზმი, ზოოფილია და ინცესტიც

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოდაა, რომელიც პარლამენტის ნეოლიბერალიზმის პოზაში ყოფნას უფრო ჰგავს, ვიდრე მათ პოზიციას, – აცხადებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში. როგორც უფლებადამცველი გამოცემასთან საუბისას აღნიშნავს, ერთსქესიანთა ქორწინების დამკანონებლები ამბობენ, რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში არავინ უნდა ჩაერიოს ეს გასაგებია. ამავე დროს, გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ თუ ჩვენ არავითარი მორალის შემზღუდავ ნორმებს არ დავაწესებთ, მივალთ იქამდე, რომ კანიბალიზმიც და ახლობლებს შორის ქორწინებაც დავაკანონოთ.
„შესაძლოა, ერთმა ადამიანმა საკუთარი ნებით დაწეროს, მე რომ გარდავიცვლები, მეორე ადამიანს უფლებას ვაძლევ, ჩემი სხეული შეჭამოსო. აქაც ხომ თავისუფალი ნებაა გამოხატული?! ესეც ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიღოთ?! თუ ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინებაში ნორმად დავაწესებთ, რომ აქ თავისუფალი ნებაა გამოხატული, მაშინ კანიბალიზმი, ზოოფილია და ინცესტიც ასევე უნდა დავაკანონოთ. აქაც ხომ ორი ადამიანის სურვილია გამოხატული“,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა გამოცემასთან საუბრისას.
მისივე თქმით, ადამიანებს შესაძლოა, ნებისმიერი სახის ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ სახელმწიფო ამას არ უნდა აკანონებდეს და არ უნდა ამბობდეს, რომ ეს არის ნორმა.
„მე არც იმას ვამბობ, რომ ეს ავადმყოფობაა, მაგრამ ავადმყოფობა სხვაა და ნორმიდან გადახრა – სხვა. ნორმას ნორმა უნდა დაერქვას და სახელმწიფომ ნორმის ფარგლებში უნდა დაიცვას. ინიციატივები ერთსქესიანთა ქორწინებაზე, ეს უფრო პარლამენტის პოზაა, ვიდრე პოზიცია. ნეოლიბერალიზმის პოზაში ყოფნა მოდაა, ხოლო როდესაც ეს მოდა გაივლის, ეს ადამიანები ისტორიაში ძალიან სამარცხვინო ადგილს დაიკავებენ“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები