მამუკა არეშიძე: „ნაციონალებს“ ნორლანდი არ მოსწონდათ
„ნაციონალებს“ ნორლანდი არ მოსწონდათ“, – აცხადებს . ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ნორლანდის წინააღმდეგ სწორედ „ნაცმოძრაობის“ ლობისტები მუშაობდნენ.
როგორც ექსპერტი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, სისულელეა ის ფაქტი, თითქოს თეთრმა სახლმა რიჩარდ ნორლანდს იმიტომ არ გაუგრძელა თბილისში დიპლომატიური მისია, რომ ის „ქართულ ოცნებას“ დაუახლოვდა.
„ნაციონალებს“ ნორლანდი არ მოსწონდათ, არა იმიტომ, რომ იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, არამედ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ უჭერდა მხარს. ჩემი აზრით, ნორლანდი ცდილობდა, ელჩის ფუნქციები შეესრულებინა და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ლობისტი არ ყოფილიყო, ხოლო რაც შეეხება ახალ ელჩს, იმედია, ისიც ამ პრინციპით იმოქმედებს. თუმცა, ერთი რამ ფაქტია – „ნაციონალებმა“ სერიოზულად იმუშავეს და შეძლეს, მოეშორებინათ ნორლანდი, რომელიც მათი მხარდამჭერი არ იყო“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.