ჯონდი ბაღათურია: პარლამენტში არის მინიმუმ სამი პარტია, რომლებიც გეებს ლობირებენ

“პარლამენტში არის მინიმუმ სამი პარტია – „ნაცმოძრაობა“, ალასანიას პარტია და „რესპუბლიკური“ პარტია, რომლებიც გეებს ლობირებენ“, – აცხადებს „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, პარლამენტში მინიმუმ სამი პარტიაა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას არამცთუ აპროტესტებენ, არამედ პირიქით, ლობირებენ კიდეც.
როგორც ბაღათურია გამოცემასთან აღნიშნავს, თუ ღარიბაშვილს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ სურს, რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს, ერთი შეკითხვით: განიხილავთ თუ არა საქართველოში ქორწინებასა და ოჯახს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას.
“პარლამენტში არის მინიმუმ სამი პარტია – „ნაცმოძრაობა“, ალასანიას პარტია და „რესპუბლიკური“ პარტია, რომლებიც გეებს ლობირებენ. თუ ეს მთავრობა რეფერენდუმს არ ჩაატარებს, მაშინ ამას ხალხი გააკეთებს. ჩავატაროთ ეს რეფერენდუმი და გარწმუნებთ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების საქართველოში დაკანონებაზე ასი წელი ვერც ერთი ამერიკელი დიპლომატი და ევროპელი ლგბტ-ლობისტი ენას ვეღარ დაასველებს”, – განაცხადა ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები