გოგა ხაინდრავა ერთსქესიანთა ქორწინებაზე: ბავშვების უფლებებზეც იფიქრეთ, „ჭუჭუებიანი“ დედიკოები უნდათ?!

„გამორიცხულია! საქართველოში კაცის კაცზე დაქორწინება არ მოხდება“, – აცხადებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
რეჟისორი საქართველოს პრემირ-მინისტრის იმ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ერთსქსიანთა ქორწინება დაუშვებლად მიიჩნია.
„ბარაქალა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ მოხდება! ამ განცხადებით მან მთელი მსოფლიოს ბოროტი და ბნელი ძალები გადაიმტერა! ასეთი ხმამაღალი განაცხადი არცერთ პოლიტიკურ მოღვაწეს არ გაუკეთებია! მეამაყება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს გაბედა“, – აღნიშნავს გოგა ხაინდრავა.
გოგა ხაინდრავა გამოცემასთან საუბრისას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართავს, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინებას ემხრობიან. რეჟისორი მკვეთრ განცხადებებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მიმართ აკეთებს. მისივე თქმით, უმჯობესია ეკა გიგაურმა იმ ბავშვების უფლებებზე იფიქროს და იზრუნოს, რომლებსაც ერთსქესიანი წყვილები იშვილებენ.
„კაპიტან გიგაურს და მის კამანდას მინდა ვკითხო – იმ ბავშვების უფლებებზე რატომ არაფერს ამბობს, რომლებსაც ერთსქესიანი წყვილები იშვილებენ!? უნდათ იმ ბავშვებს, რომ მამა ჰყავდეთ დედად და დედად მამა?! წვერიანი და „ჭუჭუებიანი“ დედიკოები უნდათ?! ამაზე რატომ არ ფიქრობთ?! იმ ბავშვების უფლებები არ აქვთ?! თუ ასეა, მაშინ ზოოფილებსაც მივცეთ უფლება, რომ ძროხებზე, თხებზე, ვირებზე იქორწინონ! მათაც ხომ აქვთ ამის უფლება… მე ვიცი კაცი, რომელიც ციხეში ინდაურის გაუპატიურებისთვის იჯდა. იმ კაცს ხომ აქვს კანონიერი უფლება ინდაური უყვარდეს და მასზე დაქორწინდეს?! ამაზეც ამოიღეთ ხმა, კაპიტანო გიგაურო, ამის დაკანონებაც მოითხოვეთ!“ – აცხადებს გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები